გიორგი ქობულია

განცხადებები, რომლითაც ქობულიამ თავი დაგვამახსოვრა

ეკონომიკის სამინისტრო

18 აპრილს გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლეს. ბრძანებას ხელი პრემიერმინსტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა. ის ნათია თურნავამ შეცვალა

გიორგი ქობულია ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 12 ივლისიდან ხელმძღვანელობს. მის სახელს არაერთი ხმაურიანი განცხადება უკავშირდება. მათ შორის:

  • "არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი იყიდოს ან ტელევიზორი იყიდოს და ამის მერე შავ სიაში მოხვდეს";
  • "ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის ფარგლებში, რუსეთიდან მეტი გაზის მიღება ქვეყანაში კონკურენციას შექმნის და გაზის ფასებს დაწევს";
  • "შეიძლება განცდა აქვს ხალხს, რომ, რა თქმა უნდა, უჭირთ და ამიტომ, ზოგს ჰგონია, რომ შეიძლება უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ვნახოთ ფაქტები, ეს ასე არ არის";
  • "უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს აქვთ, აგრეთვე, ნეგატიური მხარეც. უცხოეთიდან ადამიანი შემოდის, ფულს დებს, მაგრამ ამ ფულს რომ ჩადებს, რისთვის დებს? – იმიტომ, რომ მერე რაღაცა გაიტანოს აქედან არა? დივიდენდის სახით";
  • "ჩვენ გვყავს ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი, რომელსაც ჰქვია სამუშაო ძალის გარეთ. ყველაზე ტიპიური წარმომადგენლები ეს არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ მუშაობა არ გვინდა";
  • "რეგულაციებს უნდა შეემცირებინა ის სესხები, რომელიც ხალხს გაუაზრებლად ჰქონდა აღებული";
  • "ეკონომიკა შეიძლება გაიზარდოს როგორ - ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ ერთი დიდი პროექტი, სადაც ჩვენ ავაშენებთ ავტომატიზირებულ ქარხანას და ეს მოგვცემს ჩვენ დიდ ზრდას, მაგრამ ამისგან რაიონებში მცხოვრები ღარიბი ხალხი ხომ ვერ იხეირებს?".

კომენტარები