ტვინი

მკვდარი ღორების ტვინის ფუნქციები სიკვდილიდან 4 საათში ნაწილობრივ აღადგინეს

მარცხნივ: ღორის ტვინი სიკვდილიდან 10 საათის შემდეგ. მარჯვნივ: ღორის ტვინი, რომელიც სიკვდილიდან ოთხი საათის შემდეგ შეაერთდეს BrainEx სისტემას.

აშშ-ში მეცნიერებმა ნაწილობრივ აღადგინეს ღორების ტვინები, ცხოველების სიკვდილიდან ოთხი საათის შემდეგ. ტვინებმა არ დაიბრუნეს მოწესრიგებული გლობალური ელექტრული აქტივობა, რომელიც ცნობიერებასთან ან აღქმასთანაა ასოცირებული, თუმცა ოთხშაბათს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ დიდი ოდენობით უჯრედული აქტივობა შენარჩუნებული ან აღდგენილი იყო. 

"ეს არაა ცოცხალი ტვინი, თუმცა ესაა უჯრედულად აქტიური ტვინი" - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, იელის უნივერსიტეტი პროფესორი ნენად სესტანი. 

კვლევამ აჩვენა, რომ ტვინის უჯრედების კვდომის შეყოვნება და ზოგიერთი ნეირონული კავშირების აღდგენა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ტვინს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ჟანგბადი.

მკვლევრებმა სასაკლაოზე 32 ღორის ტვინი შეაგროვეს. ოთხი საათის შემდეგ ისინი შეაერთეს სისტემას, რომელიც იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს. ის რითმულად გადატუმბავდა სპეციალურ სითხეს ტვინში,  რომელსაც სისხლის მსგავსად გადაჰქონდა ჟანგბადი, საკვები ნივთიერებები და წამლები. ღორის ტვინებს აღმდგენი კოქტეილი ექვსი საათის განმავლობაში მიეწოდებოდათ. 

BrainEx-ის სისტემაზე შეერთდებული ტვინები არ გაიხრწნა, სისხლძარღვებმა აღდგენა დაიწყო და ტვინის ზოგიერთი რეგიონის ელექტრული აქტივობა აღდგა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს სინაფსები, რომლებიც მუშაობდა - კავშირები ტვინის უჯრედების შორის, რომელიც მათ კომუნიკაციას შესაძლებელს ხდის. სითხე მკვდარი ღორების სისხლძარღვებში ექვსი საათის განმავლობაში ცირკულირებდა, მცირე კაპილარების ჩათვლით. სისხლძარღვები წამლების ეფექტის საპასუხოდ ფართოვდებოდა, მაშინ როცა ტვინი, როგორც მთელი, მოიხმარდა ჟანგბადს და გლუკოზას და გამოჰყოფდა ნახშირორჟანგს იგივე სიხშირით, რა სიხშირითაც მოიხმარს ცოცხალი ტვინი.

კვლევამ გარდაქმნა ჩვენი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ კვდება ტვინი, რაც ბევრის აზრით სწრაფად ხდებოდა და შეუქცევადი იყო  რამდენიმე წუთის განმავლობაში ჟანგბადის მომარაგებში შეწყვეტის შემდეგ. პროფესორ ნედად სესტანი  თქმით, "უჯრედების სიკვდილი ტვინში ხდება უფრო დიდი დროის ფანჯარაში ვიდრე აქამდე გვეგონა." 

ედინბურგის უნივერსიტეტის პროფეოსრი ტარა სპაირსის თქმით, კვლევამ ტვინის შესწავლის ახალი გზა აჩვენა. "ტვინის ფუნქციონირების უკეთ გაგება მნიშვნელოვანია და შესაძლოა დაგვეხმაროს ისეთი დამანგრეველი დაავადებების მკურნალობაში, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება, თუმცა ეს კვლევა შორსაა ცოცხალი ადამიანის ტვინის ფუნქციების შენარჩუნებისგან სიკვდილის შემდეგ. ჩვენ შევინარჩუნეთ ღორის ტვინის უჯრედების საბაზისო ფუნქციები."

კომენტარები