თბილისის მერია

კუს ტბასა და მთაწმინდაზე ტყის აღდგენა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობა იგეგმება

უცნობი ავტორი

კუს ტბისა და მთაწმინდის ტერიტორიაზე ტყის აღდგენისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის ინფორმაციით, პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით ხორციელდება და მასთან მემორანდუმი უახლოეს დღეებში ფაფორმდება

მერის მოადგილე მაია ბითაძის თქმით, პროექტი დედაქალაქის ლანდშაფტის ახალი სივრცეების ათვისების შესაძლებლობას შექმნის. 

"წლის ბოლომდე დაახლოებით, 6-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა, რომელიც კუს ტბას მთაწმინდასთან დააკავშირებს. ბილიკის გარშემო მოეწყობა საკემპინგე და დასასვენებელი ზონები, ეკოლოგიური განათლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ასევე, გადმოსახედები, რაც ტურისტულად მიმზიდველი იქნება. როგორც დედაქალაქის სტუმრებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნებათ, ქალაქში ისეთ სივრცეებს გაეცნონ, სადაც ხელმისაწვდომობა ნაკლები იყო. ამასთან, 20 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება ტყის აღდგენის ღონისძიებები. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება", - თქვა მაია ბითაძემ.  

კომენტარები