ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ქანთარია სერიალების გადაღებაზე: ივანიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა რომ შეეწიოს ამ საქმეს

სერიალები დღეს უკვე აღარ არის საპნის ოპერები, დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც კლასიკური ლიტერატურიდან თუ წარსულიდან მის საუკეთესო ნიმუშებს ვხედავთ. BBC-ის მთელი შექსპირის ქრონიკები აქვს გადაღებული. როდესაც ამას ვამბობდი, იყო მოკლე პასუხი, ამის საშუალება არ გვაქვს, ფული არ გაგვაჩნია.

ამას წინათ ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ შეეწიოს ამ საქმეს. აღარაფერი მიკვირს, რაც ჩვენ გარშემო ხდება. მაგრამ უხერხულობის განცდა მაინც რჩება ხოლმე. ნაციონალური მოძრაობის წიაღში ჩამოსხმულმა პროდიუსერებმა, რომელიც ამ საქმით არიან დაკავებული, თქვეს, რომ ეს არის ძალიან ცუდი რამ, საშინელება, თუ ეს კაცი ახლა შეეწევა ამ საქმესო, იმიტომ, რომ ეს ბაზარს არევს, დალაგებულ ბაზარს აგვირევსო. რა ბაზარი აირევა, რის ბაზარი, სად არის ბაზარი. ეს შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ სულიერების მიმართულებით, თუკი პროცესი ნორმალურად წავა და თუ ამ პროცესს არ ჩაიგდებს ე.წ. მარიფათიანი ხალხი, თუ ამ პროცესს არ მოაჯდება ე.წ. მარიფათიანი ხალხი და პროცესი სწორი მიმართულებით წავა.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია. ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა ტვ იმედთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ "კინოინდუსტრია უნდა აღორძინდეს" , მისივე შეფასებით - "ამ მდარე სერიალებით მივდივართ იქამდე, რომ ჩვენ შეიძლება საზოგადოება დავკარგოთ და არა არჩევნები."

კომენტარები