Big Little Lies-ის მეორე სეზონის თიზერი გამოქვეყნდა - ვიდეო

HBO-ს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის Big Little Lies-ის მეორე სეზონის თიზერი გამოქვეყნდა.

სერიალის მეორე სეზონის პრემიერა 9 ივნისს იქნება. ძალიან მალე გავიგებთ, თუ რა ბედი ეწევა და რა ისტორიები გადახდებათ ჩვენ საყვარელ გმირებს. 

სერიალის გულშემატკივრები, განსაკუთრებით ლეგენდარული მერილ სტრიპის გამოჩენას ელიან, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გმირის, სელესტის დედამთილი იქნება, რომლის როლსაც ნიკოლ კიდმანი ასრულებს. 

ცნობისთვის, შოუს რეჟისორი ჩაანაცვლეს, ახალი რეჟისორია ანდრეა არნოლდია. თუმცა, დედების გუნდი უცვლელია. ნიკოლ კიდმანი და რიზ ვიზერსპუნი აღმასრულებელი პროდიუსერის როლსაც ითავსებენ. ზოუი კრავიცი, ლორა დერნი და შეილინ ვუდლი ასევე მიიღებენ სერიალში მონაწილეობას.

შოუს პირველი სეზონი წიგნზე იყო დაფუძნებული. მართალია ავტორს მეორე წიგნი არ დაუწერია, თუმცა სერიალის სცენარი კვლავ მის დაწერილ ამბავს დაეყრდნობა.

 

კომენტარები