შალვა შავგულიძე

შავგულიძე: მთაწმინდის ამომრჩეველი საარჩევნო სისტემის შეცვლას მხარს უჭერს

ევროპული საქართველო

არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით ბლოკი ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების წევრები ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ.

მთაწმინდაზე მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ამ მოთხოვნას მთაწმინდელი ამომრჩეველი აქტიურად უჭერს მხარს.

"ჩვენ ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს მთაწმინდის ამომრჩევლებს შევხვდით. მოგეხსენებათ ეს საჭიროა, რათა არჩევნები სამართლიანად იყოს აღქმული საზოგადოების მიერ, ბევრად სამართლიანად ჩატარდეს და მოპოვებული ხმების პროპორციულად აისახოს ნებისმიერი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლობა პარლამენტში. უნდა აღვნიშნო, რომ მთაწმინდის ამომრჩეველი ძალიან აქტიურად უჭერს მხარს ამ მოთხოვნას. მე იმედი მაქვს, რომ დანაპირები მილიონი ამომრჩევლის ხმა, წარდგენილი იქნება სრულად", - თქვა შალვა შავგულიძემ.

საქართველოში საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციულზე 2024 წლიდან უნდა გადავიდეს. 2020 წლის არჩევნები, მიუხედავად ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნისა, შერეული სისტემით ჩატარდება - მაჟორიტარული და პროპორციული.

კომენტარები