მოსამართლეების შერჩევა

შავგულიძე უმაღლესი საბჭოს სამი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ინიციატივით გამოდის

ტაბულა

ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო ბლოკის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. საუბარი არის პარლამენტის მიერ შერჩეულ წევრებზე, ესენი არიან: შოთა ქადაგიძე, ლევან გზირიშვილი და ზაზა ხარებავა. შავგულიძე ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ შემუშავებული კრიტერიუმები, კანდიდატების შერჩევის საშუალებას კვლავ იუსტიციის საბჭოში გაბატონებულ კლანს აძლევს.

„საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს შექმნას კამუფლაჟი თითქოს ის შეიმუშავებს კრიტერიუმებს. მაგრამ უკვე პირველი მოსმენით აქვს მიღებული ისეთი კრიტერიუმები და ისეთი პროცედურები რომელიც მხოლოდ კვლავ იუსტიციის ამ საბჭოში გაბატონებული კლანის პრეროგატივად აქცევს კანდიდატების შერჩევას. ისინი უკვე ამოეფარებიან რა ფორმალურად თითქოს უკვე არსებულ კრიტერიუმებს და პროცედურას. წარადგენენ თვითნებურად მხოლოდ მათთვის სასურველ წევრებს და გარედან ჩარევის მექანიზმს არ ითვალისწინებს ეს კანონი,“-თქვა შალვა შავგულიძემ.

მოსამართლეების შერჩევის შესახებ უმრავლესობის წევრების მიერ შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მსომენით უკვე მიიღო. 

 

კომენტარები