ენმ-ის წევრების დაკავება

ჟვანია: ზუგდიდში მომხდარი საარჩევნო ღონისძიებასთან დაკავშირებული ინციდენტი არ ყოფილა

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კამპანიის თავმჯდომარის თქმით, ზუგდიდში მომხდარი შემთხვევა საარჩევნო კამპანიას არ უკავშირდებოდა. თამარ ჟვანია ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების დაკავებას ეხმაურება.

"რაც შეეხება გუშინ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი ეს არ ყოფილა საარჩევნო საკამპანიო ღონისძიებასთან დაკავშირებული ინციდენტი, ეს იყო ქუჩაში მომხდარი მოლაპარაკება, რომელიც პირდაპირ საარჩევნო კაპმანიას არ უკავშირდებოდა. თუმცა, მე მინდა ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, ყოველგვარი ძალადობის გარეშე ჩავატაროთ არჩევნები და მაქსიმალურად სიმშვიდე შევინარჩუნოთ," - ამბობს ჟვანია. 

გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საკრებულოს წევრი ანა წითლიძე და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი პატარაია დააკავეს. ასევე დააკავეს ზუგდიდის საკრებულოს წევრი მანუჩარ ჩხეტია. როგორც ტაბულას პარტიაში უთხრეს, ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი საარჩევნო შეხვედრებს მართავდა.

ანა წითლიძე და გიორგი პატარაია მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მანუჩარ ჩხეტიას პროცესი კი ზუგდიდში ახლა მიმდინარეობს. 

კომენტარები