დისკვალიფიკაცია ესპანეთის ჩემპიონატში

ლა ლიგამ მადრიდის ატლეტიკოს ლიდერი 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელი დიეგო კოსტა ლა ლიგაში 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მან ბარსელონასთან ბოლო ტურის მატჩში მსაჯ ხესუს ხილ მანსანოს შეურაცხყოფისთვის მიიღო. კიდევ 4 შეხვედრით დაისაჯა იმის გამო, რომ წითელი ბარათის მიღების შემდეგ, ის მსაჯს ფიზიკურად შეეხო. ამასთან ერთად, ატლეტიკოს ფორვარდი 6 ათასი ევროთი დაჯარიმდა, ჯარიმას ვერც კლუბი გადაურჩა - მადრიდელებს 2,8 ათასი ევროს გადახდა მოუწევთ. ფეხბურთელსა და მის კლუბს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ატლეტიკოს სეზონის ბოლომდე ლა ლიგაში 7 მატჩი დარჩა, შესაბამისად, დიეგო კოსტა სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

კომენტარები