თევზაობა იტალიის ჩემპიონატში

იტალიაში გულშემატკივრებმა მატჩის დროს ითევზავეს (ვიდეო)

იტალიის სერია C-ს კლუბ "მოდენას" საშინაო მოედანზე, ადგილობრივმა გულშემტკივრებმა მატჩის მსვლელობისას თევზი დაიჭირეს. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ვიდეო ტელეფონით გადაიღო და კომენტარიც დაურთო:

"ამბობენ, რომ იტალიაში თანამედროვე მოედნები არაა. დამისახელეთ ერთი სტადიონი, სადაც ერთდროულად ითევზავებთ და ფეხბურთს უყურებთ". 

 

კომენტარები