უაქციზო თამბაქო

6 732 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი - აქციზის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 6 ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და ქვემო ქართლის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 6 732 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 37 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები