ღარიბაშვილი: აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც გაანაწყენა ჩვენი სამეგრელო

შემდეგი პრობლემა, რაზეც მე მიმაჩნია, რომ უნდა გესაუბროთ, არის დესტრუქციული, არაკონსტრუქციული, რევანშისტული ოპოზიცია, რომელიც კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ხშირად ჩვენ გვსაყვედურობენ, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, რომ რით ვერ დავასრულეთ 9- წლიან რეჟიმზე საუბარი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. ამას ჩვენ გვაიძულებენ ის რევანშისტული, დესტრუქციული ძალები, რომლებიც ჯერ კიდევ აცხადებენ პრეტენზიას არა თუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების, რასაც, ჩვენ ვპირდებით თქვენთან ერთად, რომ არასოდეს დავუშვებთ. საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი, ის რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ეს ძვირფასი მხარე, ჩვენი სამეგრელო, ჩვენი სიამაყე, ძალიან გაანაწყენა, ძალიან გაამწარა. მე პირადად ვიცი უამრავი ისტორია, ეს ისტორიები არასოდეს დამავიწყდება, თუ როგორი ძალადობრივი რეჟიმით იქცეოდა წინა ხელისუფლება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ეს უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ, საერთო მომავლისკენ, მაგრამ ჩვენ თუ არ მოვახდინეთ ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა და განეიტრალება, რა თქმა უნდა არ იქნება მშვიდობა და ხალხი ვერ დაისვენებს. 

თქვა ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, სადაც პარტიამ მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია წარადგინა.

კომენტარები