ვაკის, საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს წყლის მიწოდება 24 საათით შეუწყდა

ვაკე-საბურთალოს და გლდანის ნაწილს 24 საათით წყალმომარაგება შეუწყდა. GWP აღმაშენებლის ხეივანის მე-14 კმ-ზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს. კომპანიის ცნობით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.

5 აპრილს, დილის, 10:00 საათიდან 6 აპრილის, დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას გამზირს, კვარტლებს და ნუცუბიძის მ/რ-ებს, ყაზბეგის გამზირს და მიმდებარე ქუჩებს, თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს და მიმდებარე ქუჩებს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, წყნეთს და კაკლების დასახლებას.

გლდანის რაიონში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის და მიმდებარე ქუჩებს.

"წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მივაწოდებთ" - აცხადებს GWP.

კომენტარები