NATO-რუსეთი

ნაცვლიშვილი: რუსეთის ირგვლივ NATO-ს ბევრი ბაზაა, მისი რეაქციაც ადეკვატურია

პარლამენტი

კოალიცია ქართული ოცნების ყოფილი წევრი, ახლა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი თვლის, რომ რუსეთის ირგვლივ ნატოს ბევრი სამხედრო ბაზაა, ამიტომ მისი რეაქციაც ადეკვატურია. 

ვინაიდან, "აშშ-ის ირგვლივ რუსეთს არც ერთი სამხედრო ბაზა არ აქვს და აქედან გამომდინარე, რუსეთი საფრთხეს განიცდის". 

ნაცვლიშვილმა კითხვით თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მიმართა, რომელიც პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. 

"მიუხედავად ცივი ომის დამთავრებისა, დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის არ დასრულებულა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჰიბრიდულ ომებში არ გამოიხატება, შეიძლება უფრო proxy ომებში გამოიხატებოდეს. ჩვენც შეიძლება ერთ-ერთი მაგალითი ვიყოთ ამისი.

რუსეთის თავდაცვის პოლიტიკა ეფუძნება ძალთა ბალანსის პოლიტიკას – ჩვეულებრივი ამბავია. მიუხედავად ლიბერალური თეორიებისა, ძალთა ბალანსის პოლიტიკა მაინც დომინირებს მის დამოკიდებულებაში. რატომ გეკითხებით ამას - ამერიკის შეერთებული შტატების ირგვლივ რუსეთს არ ჰყავს არცერთი სამხედრო ბაზა, ხომ?! რუსეთის ირგვლივ ძალიან ბევრი ნატოს სამხედრო ბაზააა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რუსეთი ამ საფრთხეს განიცდის და შესაბამისად, მისი რეაქციაც არის ადეკვატური. 

მისი ეს ადეკვატური რეაქცია შეიძლება გამოიხატოს ელემენტარულად იმაში, რომ ისევ ჩვენ ირგვლივ ან ჩვენ გავხდეთ ისევ ამ proxy ომის ადგილი.

რამდენად გათვითცნობიერებული გვაქვს ეს? რამდენად კარგად ვართ მომზადებული? რამდენად მზად არიან ზოგადად ასეთი, ამ შემთხვევაში შეიძლება ცოტა ჰიპოთეტური, მაგრამ რეალობისგან არცთუ ისე შორს მდგომი მოცემულობისთვის ჩვენი პარტნიორები, ან რამდენად მზად ვართ ჩვენ?

იმიტომ რომ ეს დღეს ჰიპოთეტურად ჟღერდეს, მაგრამ რეალობა შეიძლება ძალიან მალე შეიცვალოს", - თქვა ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები