გამოკითხულთა 55%-ის აზრით, მნიშვნელოვანი პრობლემების მომგვარებელი პარტია ქვეყანაში არ არის

speakerstones

ღია საზოგადოების ფონდის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნახევარზე მეტის აზრით, ქვეყანაში არ არსებობს პარტია, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს.

კითხვას - არის თუ არა საქართველოში პარტია, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს?, დადებითად პასუხობს 30%, უარყოფითად 55%, ხოლო პასუხს არ სცემს 15%.

ამასთან, გამოკითხულთა 31% უკმაყოფილოა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ხელისუფლების საქმიანობით, 21% კი სრულიად უკმაყოფილო. ძალიან კმაყოფილია 4%, ხოლო უფრო კმაყოფილი, ვიდრე უკმაყოფილო - 40%.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში. CRRC საქართველომ გამოკითხვა 2018 წლის 16-დან 27 ნოემბრამდე პერიოდში ჩაატარა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხულია 1786 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი 2.9%-ია.

კომენტარები