ბუფონის ახალი კონტრაქტი

ჯანლუიჯი ბუფონი პარი სენ-ჟერმენს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა

პარი სენ-ჟერმენის 41 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ESPN-ის ინფორმაციით, იტალიელი ხელს მოაწერს კონტრაქტს 1+1 სქემით. ახალი კონტრაქტით, მას ხელფასი გაეზრდება და ბონუსებიც დაემატება.

"ჯიჯისნაირი ადამიანის გვერდით ყოლა ყველასთვის კარგია. ის დიადი პიროვნებაა.  ყველაფერს აკეთებს გუნდისთვის და პარტნიორებისთვის. ბუფონთან ერთად თავს ყველანი კარგად ვგრძნობთ. თუ ის დარჩება, ეს იქნება ძალიან სასარგებლო ჩემთვის“, – განაცხადა პარი სენ-ჟერმენის მეორე მეკარე ალფონს არეოლამ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, იუვენტუსში გატარებული 17 სეზონის შემდეგ, ბუფონი პსჟ-ს შეუერთდა.

კომენტარები