ბავშვთა კოდექსი

კილაძე ბავშვთა კოდექსზე: ბავშვებს სამშობლოს და ტრადიციების სიყვარული უნდა განვუვითაროთ

სამშობლო ძალიან კარგად მოგეხსენებათ თქვენც, ეს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის შვილებისთვის განსაკუთრებული დატვირთვის და მნიშვნელობის მატარებელი სიტყვაა, ჯერ კიდევ დიდი ილიადან მოყოლებული და ამ სიტყვისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს. ჩვენ ამ ბოლო დროს ხშირად გვსაყვედურობენ და ვფიქრობ სამართლიანად, რომ რაღაცანაირად მივიწყებულია ეს სიტყვა, გაუფერულებული თუ გაუფასურებულია. ჩვენ თუ გვინდა საქართელო მომავალში იყოს ძლიერი განვითარებული ქვეყანა ჩვენ უბრალოდ ბავშვებამდე უნდა მივიტანოთ ის, რომ მათ უყვარდეთ საკუთარი სამშობლო, უყვარდეთ მისი ქვეყანა და ენა ფასეულობები, როგორც ეს ჩვენ გადმოგვცეს ჩვენმა წინაპრებმა, მე მგონია, რომ პოლიტიკის განსაზღვრის დონეზე მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობაში შემოვიტანოთ ეს სიტყვა და ამით ახალი სული შთავბეროთ, იმიტომ რომ საზოგადოების დიდი ნაწილისგან იყო ეს მოთხოვნა.

თუ ჩვენ თავიდანვე ბავშვებში არ ჩავდეთ რომ უყვარდეთ სამშობლო ეს ბავშვები წავლენ სხვა ქვეყანაში და ეყვარებათ სხვა ქვეყანა. ეს არ დარჩება მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდზე მთელი რიგი პროგრამებია განათლების კუთხით განსაზღვრული, სადაც ბავშვებს გრძნობები რასაც ქვია სამშობლოს სიყვარული, ტრადიციების, მშობლიური ენის და ფასეულობების სიყვარული უნდა განვუვითაროთ და გავუძლიეროთ. ამის შესაბამისი გამოცდილებაც არსებობს და ჩვენ ეს შეგვიძლია.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ბავშვთა კოდექსში სიტყვა "სამშოლოს" ჩაწერის შესახებ ტვ პირველის ეთერში ღამის ამბებში საუბრობს.

კომენტარები