მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: ბათუმში განათლების ქალაქს ავაშენებთ

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის ინფორმაციით, ბათუმში, თბილისის მსგავსად, განათლების ქალაქი აშენდება. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას თქვა.

"საქართველოს ყველა რეგიონში უნდა იყოს პროფესიული სასწავლებლები და ძალიან მაღალი ხარისხის სკოლები. ჩვენ ისეთივე განათლების ქალაქს ავაშენებთ ბათუმში, როგორსაც თბილისში, დიღომში ვაშენებთ. ჩვენ გვინდა, რომ ანალოგიური ინფრასტრუქტურა არსებობდეს ბათუმში, სადაც ყველაფერი იქნება - კომაროვის სკოლა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები და ა.შ. გპირდებით, ბათუმს ეს აუცილებლად ექნება", - თქვა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქის ხელმძღვანელობამ შესაბამისი მიწის ნაკვეთი ერთი თვის ვადაში უნდა გამოყონ. სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები