კილაძე: კოლექტიური "ლურჯი ვეშაპები" და უბედურებები ბავშვებისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი

ასევე იქმნება ბავშვის ინტერნეტიდან და მასმედიიდან მომდინარე საფრთხეებისგან დაცვის ქმედითი მექანიზმები. სამწუხაროდ, არაერთხელ გვინახავს მასმედიითაც, ინტერნეტითაც, ასევე, ალბათ, თქვენს გარემოცვაშიც არის ასეთი შემთხვევები, როდესაც ძალიან ცუდ შედეგებამდე მივდივართ განსაკუთრებით ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხის შემთხვევებში. აი, "ლურჯი ვეშაპები" და ასეთი უბედურებები, კოლექტიური "ლურჯი ვეშაპები", ასეთი უბედურება არ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ბავშვებისთვის საერთოდ. ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება ოჯახს და, რა თქმა უნდა, შემდეგ სახელმწიფოს. იქ, სადაც ოჯახი ამას ვერ უზრუნველყოფს, ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ კონკრეტულად შესაბამისი ფილტრების დაყენებით, თუ რაც იქნება ტექნიკურად, პასუხისმგებლობა არის ჩვენს მხარეზე

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე წარადგენს მის მიერ მომზადებულ ბავშვთა უფლებების კოდექსს. განხილვას დეპუტატებთან ერთად მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებიც ესწრებიან

კომენტარები