თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერი

თორნიკე ოქრიაშვილმა თემურ ქეცბაიას გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

GFF.GE

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას ფამაგუსტას ანორთოსისში განაგრძობს. სეზონის ბოლოს, კვიპროსულ გუნდს სათავეში საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ჩაუდგება და 26 წლის ფეხბურთელიც გუნდს სწორედ ამ დროიდან შეუერთდება.

"თემურ ქეცბაიას უკვე შევუთანხმდი და კვიპროსში ვითამაშებ. ჩემი ახალი გუნდი კი ფამაგუსტას ანორთოსისი იქნება. ეროვნულ ნაკრებს ასე უფრო დავეხმარები. გადამწყვეტი სწორედ ქეცბაიას და ნაკრების ფაქტორი იყო, იმედი მაქვს, რომ კარიერაში მთავარი აღმასვლა კიდევ მექნება და ჩემს სიტყვას კიდევ ვიტყვი“ – განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა პირველ არხთან.

ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად დუბლინში გაემგზავრა და ირლანდიასთან შეხვედრისთვის მოემზადება.

ოქრიაშვილი დეკემბერში რუსეთის პრემიერლიგის კლუბ კრასნოდარიდან წამოვიდა და მას შემდეგ უკლუბოდ იყო. ქართველმა ახალ კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

კომენტარები