ხაზარაძე: გახარიამ სასამართლოს წესით უნდა დაამტკიცოს, რომ წერილი არ გამოუგზავნია

ის წერილი ვისგანაც მივიღეთ, მე ის დავასახელე. ვინ დაწერა, ერთად დაიწერა, ვიღაცამ დაბეჭდა, ვიღაცა კარნახობდა - მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. მე გუშინ მოვისმინე განცხადება, მე წერილი არ გამომიგზავნია და ა.შ. არსებობს მნიშვნელოვანი ამბავი. როცა მე რაღაცას ვყვები, პრინციპი მოყოლის არის ის, რომ ვთქვა რაც გადამხდა და ვთქვა სიმართლე. არანაირი ინტერესი არ მაქვს, ღმერთმა დამიფაროს, რომ ვიღაცას ცილი დავწამო, რა ინტერესში უნდა იყოს. მე არც პოლიტიკოსი ვარ, არც დაინტერესებული მხარე ვარ, რომ თანამდებობა მინდოდეს ვიღაცის და ინტრიგებში ვიყო ჩართული, ეს გამორიცხულია. ვიღაცამ, ამ შემთხვევაში მინისტრმა, ეს მიიღო შეურაცხყოფად თუ არ ვიცი, არ მიიღო. მე რატომ ვთქვი ეს, მე ღირსების შელახვად ჩავთვალე ის, რაც ჩემს თავს ხდებოდა. მე ვიყავი პირველი ადამიანი, რომელმაც მოუგო მასმედიას დავა. როცა შენ ხარ ინტერესის ობიექტი, გაქვს შენი პრინციპები და ვიღაცა შენ ცილს გწამებს, რაც არ უნდა დაუხვეწავი იყოს კანონმდებლობა, შენ სასამართლო პირობებით უნდა დაასაბუთო და დაიცვა შენი თავი. არსებობს მუნდირის ღირსება და ამ მუნდირის ღირსების დაცვა თუ უნდათ, იმიტომ, რომ ისე გამოვიდა, რომ თითქოს მას წერილი არ გამოუგზავნია და მე ვცრუობ, ამიტომ ეს მუნდირის ღირსება უნდა დაიცვას სასამართლოში. მას თუ უნდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია. მე სატელევიზიო კინკლაობას აღარ ვაპირებ, დანარჩენი თვითონ გადაწყვტიონ. მე მესმის რომ ძნელია ამის აღიარება, მაგრამ რეალობა ეს არის.

განაცხადა ხაზარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „ფორბსის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. გუშინ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტვ პირველის ეთერში კიდევ ერთხელ თქვა, რომ მას ეს წერილი ხაზარაძისთის არ გაუგზავნია.

კომენტარები