უკანონო იარაღი

მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 1 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებულილ.მ. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ლ.მ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე იმ დროს შეაჩერეს, როდესაც იგი მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითმიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები