თოფაძე - მრეწველები - ჩვენი სამშობლო

დეპუტატი: ნაზარბაევი ყაზახეთის დიდი შვილია, დემოკრატიის რელსებზე დააყენა ქვეყანა

მინდა, ჩემი ოპოზიციონერი კოლეგის გამოსვლას გამოვეხმაურო, რომელსაც მე პირადად პატივს არ ვცემ, მან ერთგვარად ირონიულად გააგრძელა ბატონ ნურსულთან ნაზარბაევთან დაკავშირებული ინფორმაცია. მე უამრავი მეგობარი მყავს ყაზახეთში და მინდა, გითხრათ, რომ ნურსულთან ნაზარბაევი თავისი ქვეყნის დიდი შვილია, მან დემოკრატიის რელსებზე დააყენა და ეკონომიკური დინამიკა მიანიჭა თავისი ქვეყნის განვითარებას და 2 დღის წინანდელი მისი განცხადებაც გადადგომის შესახებ, ეს არის დემოკრატიის გამარჯვება იმ ქვეყანაში. მაინც ჩვენს მოძმე სახელმწიფოს ეხება და ამიტომ მინდოდა მეთქვა

"თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე პარლამენტში სიტყვის გამოსვლის დროს. 78 წლის ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 28 წელი მართავდა. მან თანამდებობა 19 მარტს დატოვა. ახალმა პრეზიდენტმა კი ქვეყნის დედაქალაქ ასტანას ნაზარბაევის პატივისცემის ნიშნად, ნურსულთანი დაარქვა

კომენტარები