მტრედი

ჩინელმა მყიდველმა აუქციონზე ბელგიურ მტრედში $1.4 მილიონი გადაიხადა

PIPA

აუქციონზე ბელგიური მტრედი სახელად არმანდო, რომელიც შორ მანძილზე სისწრაფეში შეჯიბრები გამარჯვებულია 1.4 მილიონ აშშ დოლარად იყიდა.

არმანდოს მტრედებს შორის შეჯიბრის ლუის ჰამილტონსაც ეძახიან. აუქციონის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ მსგავს ფრინველებს აქუციონზე იშვიათად ყიდიან. არმანდოს საწყისი ფასი 600,000 აშშ დოლარი იყო.

აქამდე აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ფრინველში 2017 წელს 450,000 აშშ დოლარი გადაიხადეს.

არმანდოს ყოფილი მფლობელი ფრინველებს აშენებს. მას აუქციონებზე 178-მდე მტრედი ჰყავს გაყიდული, მათ შორის არმანდოს 7 შვილი.

ჩინეთში მტრედების სისწრაფეში შეჯიბრი მზარდი პოპულარობით სარგებლობს, საპრიზო ფონდები კი ათობით ათას დოლარს აღწევს. ჩინეთში აზარტული თამაშების უმეტესობა აკრძალულია, თუმცა მტრედების შეჯიბრი მათ შორის არ არის, რაც მისი პოპულარობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია იმ ფაქტთან ერთად, რომ შეჯიბრში მონაწილეობა დაბალი ფენის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ.

 

კომენტარები