სავალდებულო სამხედრო სამსახური

ჯაფარიძე წულუკიანს: სესიაშვილი მმკ-ს ახალწვეული აქტივისტივით დადის და გარცხვენთ

იქნებ აუხსნათ ირაკლი სესიაშვილს, რომ ბიბლიურ თავისუფლებას გავლილი აქვს სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციებისთვის დადგენილი ტესტი და ოფიციალურად არის რეგისტრირებული თქვენს დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურის მიერ, როგორც რელიგიური ორგანიზაცია. თორემ დადის ეთერ-ეთერ, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ახალწვეული აქტივისტივით გაიძახის "ცრუ რელიგია", "ცრუ რელიგია" და გარცხვენთ

მიმართავს გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს. ცნობისთვის, ირაკლი სესიაშვილის ინიციატივით, კანონში საერთოდ გაუქმდება ის ნორმა, რომლითაც მღვდელთმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს, აღნიშნული უფლება ფორმალურად ჩამოერთმევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურსაც, თუმცა, კონკორდატის გათვალისწინებით, მას არათუ გადავადების, სამხედრო სამსახურისგან სრულიად გათავისუფლების უფლება დარჩება. 19 მარტის ბიუროს სხდომაზე ირაკლი სესიაშვილმა კოლეგებს მოუწოდა, გადაიდოს კომიტეტებზე მისი ინიციატივის განხილვა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან გაიმართოს დისკუსია.

კომენტარები