თავდასხმა ნიდერლანდებში

პოლიციამ დააკავა ადამიანი, რომელმაც უტრეხტში, ტრამვაიში ცეცხლი გახსნა

POLITIEUTRECHT / TWITTER

ნიდერლანდების პოლიციამ დააკავა ადამიანი, რომელმაც უტრეხტში, ტრამვაიში ცეცხლი გახსნა. 

დაკავებული 37 წლის თურქი კაცია, რომელიც თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს. არ არის ცნობილი, კონკრეტულად სად ჩატარდა მისი აყვანის ოპერაცია. 

ჰოლანდიაში, ქალაქ უტრეხტში, ადგილობრივი დროით 10:45-ზე პოლიციას შეატყობინეს, რომ ტრამვაიში კაცმა სროლა დაიწყო. 

გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია ერთი ადამიანი, რამდენიმე მძიმედ არის დაშავებული. 

სამართალდამცველები ტერორისტულ მოტივს არ გამორიცხავენ. 

როტერდამში, რომელიც უტრეხტიდან 60 კილომეტრში მდებარეობს, უსაფრთხოების ნორმები გაამკაცრეს, მათ სორის გაზარდეს პოლიციის რაოდენობა მეჩეთებთან და სადგურებზე.

კომენტარები