სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2018

სახ. დეპ.: მაისში LGBTI ორგანიზაციებმა აქცია ვერ გამართეს, რადგან მათი უსაფრთხოება დაცული არ იყო

17 მაისი, 2017
ტაბულა

ადამიანის უფლებათა შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში საქართველოში LGBTI უფლებებსაც მიმოიხილავს.

ანგარიშში წერია, რომ 2018 წლის მაისში ლგბტი ორგანიზაციებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამო სანქცირებული აქციის ჩატარება ვერ შეძლეს. 

სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ რამდენიმე აქტივისტმა მაინც მოახერხა შეკრება სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან, თუმცა მრავალრიცხოვანი პოლიცილების კონტროლის ქვეშ. 

"მაისში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, მათ შორის პოპულარულ ღამის კლუბებზე სპეცრაზმის შესვლის გასაპროტესტებლად და ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია (IDAHOT). მაისში LGBTI ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს ამ სანქცირებული აქციის ჩატარება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამო, რადგანაც პარალელურად ულტრა-მემარჯვენე დაჯგუფებების მსვლელობები იმართებოდა, რომლებიც LGBTI მხარდამჭერების მიმართ ძალადობით იმუქრებოდნენ. რამდენიმე LGBTI აქტივისტმა მაინც მოახერხა შეკრება სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ მრავალი პოლიციელის ზედამხვედველობის ქვეშ. სახალხო დამცველის ოფისის ანგარიშის მიხედვით, LGBTI პირების მიმართ ძალადობა, როგორც ოჯახში, ისე საჯარო სივრცეებში, სერიოზული პრობლემაა და რომ ამ ფონზე ხელისუფლება უუნარო იყო, ამ გამოწვევის წინაშე,"- წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. 

კომენტარები