ლომის თავდასხმა

ჩეხეთში სახლის ეზოში მცხოვრებმა ლომმა პატრონი დაგლიჯა

ჩეხეთში საკუთარი სახლის ეზოში მცხოვრებმა ლომმა პატრონი დაგლიჯა. ამის შესახებ BBC წერს. 

მედიის ცნობით, გარდაცვლილი სოფელ ზდეხოვის მკვიდრი, 33 წლის მიხალ ბრასეკია, რომელსაც სახლის ეზოში რამდენიმე ლომი ჰყავდა. 

კაცის ცხედარი, მისმა მამამ რამდენიმე საათის შემდეგ იპოვა. მისი თქმით, გალიის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.

ადგილზე მისულმა პოლიციამ, ცხოველები დახოცა. სამართალდამცველები ამბობენ, რომ ლომები მოსახლეობისთვის საშიში იყო და გარდა ამისა, მათი თქმით, ისინი ვოლიერიდან ცხედრის გამოტანას ვერ ახერხებდნენ.

ბრასეკმა ლომების მოშინაურება 2016 წლიდან დაიწყო. მან ცხოველები სახლის პირობებში დამზადებულ ვოლიერში მოათავსა. ამ ამბავმა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. კაცი, ხელისუფლებამაც დააჯარიმა. თუმცა ბრასეკი სამართალდამცველებს სახლის ტერიტორიაზე არ უშვებდა.

 

კომენტარები