ქინქლაძის ბარი მანჩესტერში

გიორგი ქინქლაძე მანჩესტერში ღვინის ბარს ივნისში გახსნის

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე მანჩესტერში ღვინის ბარს ხსნის. Kinky's Wine Bar-ი მანჩესტერში ივნისიდან იფუნქციონირებს. 

"ქართულ ღვინოს მსოფლიოში არაფერი ჯობს. მასზე სასაუბროდ სიტყვები არ მყოფნის. ველოდები იმ მომენტს, როცა მანჩესტერელები ქართულ ღვინოს გასინჯავენ. იმედია, მალე აქ ოჯახთან ერთად ჩამოვალ", - განაცხადა ქინქლაძემ Manchester Evening News-თან საუბარში.

გიორგი ქინქლაძე მანჩესტერ სიტიში 1995-1998 წლებში თამაშობდა და ის დღემდე ადგილობრივების ერთ-ერთ საყვარელი ფეხბურთელია. 

კომენტარები