დეპუტატი ხაზარაძეს: რატომ არ განაცხადეთ პროკურატურაში გახარიას მუქარის შესახებ?

პარლამენტი

ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა მამუკა ხაზარაძეს ჰკითხა, რატომ არ შეატყობინა მან პროკურატურას გიორგი გახარიას მუქარის შესახებ. 

"​თქვენ დღეს ახსენეთ, რომ თიბისი ბანკზე განხორციელდა კიბერ-შეტევა, რაც თქვენ, შეიძლება ითქვას, რომ გამოიძიეთ და მიაწოდეთ რეზულტატები და თქვენი ვარაუდი შსს-ს და ხართ უკმაყოფილო იმით, რომ ეს საქმე წინ არ მიდის. მე მაინტერესებს, როდესაც თქვენ მიიღეთ აღნიშნული წერილი ბატონი გახარიასგან, თქვენ ახსენეთ, რომ ეს მოხდა მეორე ტურის წინ, რატომ არ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ეს წერილი მომენტალურად მიგეტანათ პროკურატურაში და მოგეწვიათ საგანგებო ბრიფინგი. კიბერ-შეტევაზე შშს-ში წარადგინეთ განცხადება და წერილთან დაკავშირებით ამდენი ხანი ინახავთ [ინფორმაციას], ეს არის საინტერესო",- იკითხა მეზურნიშვილმა. 

მამუკა ხაზარაძე დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარსდგა. მან დეტალურად ისაუბრა 2007-2008 წლების ტრანზაქციებზე, რომელსაც პროკურატურა 10-11 წლის შემდეგ იძიებს. ასევე, თქვა, რომ გიორგი გახარიამ მას და მის პარტნიორს, ბადრი ჯაფარიძეს მუქარის შემცველი წერილი მისწერა, ასევე, განხორციელდა კიბერ-შეტევა.

კომენტარები