თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა.
აღსანიშნავია, რომ სუბელიანს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა 375-ე მუხლით და ის მოსამართლემ დანაშაულის დაფარვაში სცნო დამნაშავედ.
დაცვის მხარის თქმით, საქმეში დამამძიმებელი გარემოებები არ არსებობს და სანქციის სახით 2000 ლარიანი ჯარიმის შეფარდება მოითხოვა.
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი 9 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დააკავეს, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. სუბელიანი ბრალს აღიარებს.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად მას პატიმრობა 10 ივნისს შეუფარდა. 27 თებერვალს კი სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა.
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე, მათ შორის დავით სარალიძე.