დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

კვაჭანტირაძე: "ქართული ოცნების" დატოვების შემდეგ მეზობლები სხვანაირად მესალმებიან

როდესაც ეს განცხადება [უმრავლესობის დატოვების]დავწერე, მიუხედავად იმისა რომ ზედმეტი წონა მაქვს, ერთი 30 კილო დავიკელი, შემსუბუქება ვიგრძენი. ძაღლი მყავს როტვეილერი, ვასეირნებ ხოლმე დილით ადრე და გვიან საღამოთი. მეზობლები სხვანაირად მესალმებიან. ისეთი ბედნიერი ვარ. 

დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძემ ტვ.პირველის ეთერში. ზვიად კვაჭანტირაძემ ქართული ოცნება 27 თებერვალს დატოვა. მანამდე, პარტია დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა. დეპუტატების წასვლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

კომენტარები