რეკლამა

გურამიშვილის გამზირზე გაზის მილი დაზიანდა, 9000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

pennystockresearch

დავით გურამიშვილის გამზირის #50-თან, საშუალო წნევის 450 მმ-იანი გაზსადენი დაზიანდა. შედეგად, გაზის მიწოდება 9000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა. ყაზტრანსგაზის ინფორმაციით, მილი სამშენებლო კომპანია "დინ გრუპმა" მიწის გათხრისას დააზიანა. 

"ბოდიშს ვუხდით აბონენტებს კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ბრიგადები. აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი ხვალ დილიდან დაიწყება.

გთხოვთ, არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. ონკანები იქონიეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში - 2404004" - აცხადებს ყაზტრანსგაზი.

კომენტარები