პროკურატურამ გაავრცელა სრულიად უკანონოდ, გამოძიების საწყის ეტაპზე ინფორმაცია და თან მცდარი ინფორმაცია, რომ ფულის გათეთრებაზეა საუბარი. როგორც ირკვევა, იმ ბრალდებაშიც კი, რომელსაც თიბისი ბანკის დამფუძნებლები არ აღიარებენ ანუ უარყოფენ და სხვა ინტერპრეტაციას აძლევენ, ის ვერსია რომც იყოს, რასაც ხელისუფლება აწვება, ფულის გათეთრება საერთოდ არაფერ შუაში არ არის. უბრალოდ, ფულის გათეთრება არის მკაფიო სიგნალი ყველა ინვესტორისთვის, ეს არის ერთერთი ყველაზე დიდი "ცოდვა" სანანკო-საფინანსო სფეროში, ეს არის, რომ "დაწყევლო" (ნახევრად ხუმრობით ვიძახი) და საფინანსო ინსტიტუტების თვალში აანთო წითელი შუქი, რომ აქ ხელისუფლებას არ სურს, ამ ხალხთან ვინმემ საქმე დაიჭიროს ან სარისკოა საქმის დაჭერა.
ამიტომ ხელისუფლების ხელიდან რისი გაკეთებაც შეიძლებოდა რეალურად ამ პროექტის წინააღმდეგ, უკვე გაკეთებულია. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაფუჭებაც შეიძლება, თუ უკვე არ არის ეს საქმე გაფუჭებული და ჩვენი ამოცანაა, როგორც დემოკრატიული ოპოზიციის, რომ ამას ხელი შევუშალოთ. ეს ხალხი, ქართული ოცნება, ივანიშვილი, მისი გუნდი, თან იძახიან, რომ "იცი რა, ეს პროექტი გვინდა, რას ლაპარაკობთ" და თან, გამოძიების საწყის ეტაპზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომელიც ყველაზე ეფექტური საშუალება იმისი, რომ ფული არ მოვიდეს





