თიბისი ბანკის საქმე

წულუკიანი TBC-ზე: ყველა ტიპის სპეკულაცია რომ ამაში ურევია რუსეთის ხელი, ზედაპირულია

ყველა ტიპის სპეკულაცია, რომ ამაში ურევია რუსეთის ხელი ან რუსეთის ინტერესის გატარება ხდება, არის ძალიან ზედაპირული შეფასება რბილად რომ ვთქვა მიმდინარე მოვლენების, რადგან თავად ბანკის აქციონერებმა პრინციპში დაადასტურეს რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო სწორი, ფაქტებზე დაყრდნობით და საფუძვლიანი, ამიტომაც რაც ნაკლებად შევეხებით ბანკს იმ ფორმით, კერძოდ კი სპეკულაციების გავრცელებით, ვფიქრობ მით უკეთესი იქნება თავად ბანკისთვის და ჩვენი ეკონომიკისთვისაც. როდესაც ხელმძღვანელობა ბანკს იყენებს არამიზნობრივი დანიშნულებით, რა თქმა უნდა ეროვნული ბანკი იმისთვის არსებობს, რომ შემოწმება ჩაატაროს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკანმა თიბისი ბანკის საქმეზე ისაუბრა.

კომენტარები