ფინანსთა მინისტრი თიბისიზე: მე მგონი, ეს პრობლემა მოგვარებულია

ეს იყო თიბისისთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები, რომელიც მოგვარდა. ეს კითხვის ნიშნები იყო არა თიბისისთან, არამედ კონკრეტულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით. მე მგონი, ეს პრობლემა მოგვარებულია. თიბისიმ ჯარიმა გადაიხადა, ეროვნული ბანკის მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებულია. თქვენ რომ ნახოთ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რა ხდება, ნახავთ, რომ თიბისის აქციები არათუ დაუბრუნდა თავდაპირველ ნიშნულს, არამედ, უფრო გაიზარდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ინსტიტუცია და ზოგადად ქართული საბანკო სექტორი არის მყარი. აბსოლუტურად ჯანსაღად რეაგირებს ყველა მოვლენაზე.

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი თიბისი ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ. მაჭავარიანის ამ კომენტარს ბიზნესმედია ავრცელებს.

კომენტარები