გაუგებრობა ჩელსის მეკარესა და მწვრთნელს შორის

უცნაური ინციდენტი ინგლისში - ჩელსის მეკარემ შეცვლაზე უარი თქვა (ვიდეო)

ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში, ჩელსის მეკარე კეპა არისაბალაგამ შეცვლაზე უარი განაცხადა და მწვრთნელი მაურიციო სარი განარისხა.

სიტისთან ფინალური მატჩი დამატებით დროში გადაიზარდა, რა დროსაც მწვრთნელმა არისაბალაგას შეცვლა და კარში ვილი კაბალიეროს დაყენება გადაწყვიტა. კეპამ მოედნიდან გასვლაზე ცივი უარი განაცხადა. სარი სიბრაზეს ვერ მალავდა და გასახდელში გასვლასაც აპირებდა.

"კეპას რეაქცია არასწორად გავიგე. მას ეგონა, რომ ტრავმის გამო გადავწვყვიტე მისი შეცვლა და მეძახდა, რომ არანაირი ფიზიკური პრობლემა არ ჰქონია. ექიმმა ყველაფერი ამიხსნა“, – თქვა სარიმ.

მატჩი მანჩესტერ სიტიმ პენალტების სერიაში 4:3 მოიგო და კარაბაოს თასის მფლობელი გახდა.

კომენტარები