აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი უკვე ვიეტნამშია და ტრამპთან შესახვედრად ემზადება

ჩრდილოეთ-კორეის დიქტატორი, კიმ ჯონგ უნი ვიეტმანის დედაქალაქ ჰანოიში მატარებლით ჩავიდა. აქ ის აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უნდა შეხვდეს. 

ჩრდილოეთ კორეა-აშშ-ის მეორე სამიტი, რომელსაც ძალიან აკრიტიკებენ, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, 27-28 თებერვალს გაიმართება. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიმ ჯონგ უნი ვიეტნამში გაემგზავრა, პირველი ოფიციალური აღიარებაა იმისა, რომ მოლაპარაკებები მართლაც ჩატარდება. 

კიმსა და ტრამპს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გასულ წელს სინგაპურში გაიმართა. 

ახლა ყველას აინტერესებს, გადაიდგა თუ არა ნაბიჯები "დენუკლიარიზაციისკენ". 

მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციისათვის მუშაობას მოიცავდა.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა, დენ კოუტსმა სენატში მოხსენებას თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა იარაღის შენარჩუნებას ცდილობს და ბირთვული იარაღის ბოლომდე დათმობას არ აპირებს. კოუტსის თქმით ამაზე ის ფაქტი მიანიშნებს, რომ ქვეყანაში აქტივობა დენუკლეარიზაციის შეთანხმებას არ თანხვდება.

კომენტარები