MuteKelly

სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული R Kelly პოლიციას ჩაჰბარდა

სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული მომღერალი R Kelly პოლიციას ჩაჰბარდა

22 თებერვალს 52 წლის მომღერალს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური დანაშაულის 10 ეპიზოდზე ილინოისის შტატში ბრალი წარუდგინეს. 

მომღერლის პირველი სასამართლო სხდომა 8 მარტს ჩაინიშნა.

მრავალი წლის განმავლობაში ამერიკელი მუსიკოსი, R Kelly ხელშეუხებელი ჩანდა და პოპ-მუსიკის სამყაროში დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდა. 

მის მიმართ მძიმე ბრალდებები წლების განმავლობაში ისმოდა - ბავშვთა პორნოგრაფია, არასრულწლოვან გოგოებთან გარყვნილი ქცევა და სხვა, თუმცა, ყოველ ჯერზე მუსიკოსმა სასჯელს თავი აარიდა. 

ცოტა ხნის წინ, მაყურებლებმა დოკუმენტური ფილმიც იხილეს, სახელწოდებით "R Kelly-სგან გადარჩენა" (Surviving R. Kelly), სადაც მუსიკოსის დანაშაულების შესახებ დეტალურად არის საუბარი. მსხვერპლები ამბობენ, რომ მუსიკოსი მათზე სხვადასხვა ფორმით ათეულობით წლები ძალადობდა. 

კომენტარები