დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ნაცვლიშვილი: რაღაც წერილზე რომ იყო საუბარი, ვიცოდი, მე 6 თვის წინ დავტოვე უმრავლესობის ჩატი

დიდი ხანია, მე უმრავლესობის ჩატში არ ვარ და ამიტომ, არ მიმიღია. რაღაც წერილზე რომ იყო საუბარი, ვიცოდი, მაგრამ რადგან მე არ მიმიღია, აქედან გამომდინარე, დიდი ინტერესი არ გამომიჩენია. რაღაც წერილი რომ მოვიდა, თქვეს, მაგრამ რა ეწერა შიგნით, როგორ არის, ვინ არის ავტორი, არ ვიცი. აღარ ვარ უმრავლესობის ჩატში, 6 თვეა უკვე, გამოვედი ამ ჩატიდან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი ტაბულას წყაროს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის სახელით მესიჯი გაუგზავნა. მასში წერია, რომ ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა ქართული ოცნების და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ნიშნავდა. აღსანიშნავია, რომ ბექა ნაცვლიშვილი ერთერთია უმრავლესობის იმ 17 დეპუტატს შორის, რომელმაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებას მხარი დაუჭირა.

კომენტარები