ბესელიას კანონპროექტი

ხოშტარია: დღესაც გვლანძღავს ქალბატონი ეკა, არ მაინტერესებს, არ მადარდებს

არც ბესელიას ინიციატივაშია საქმე, არც სახელებში და გვარებშია საქმე, განიხილება საქართველოს მთლიანი გეზი ვიქნებით თუ არა მორიგ ჯერზე მონების ხელში, მსახური მოსამართლეების ხელში, რომელებიც ნებისმიერი პოლიტიკოსს შეიძლება ემსახურებოდნენ. ეს თავის მოღვაწეობით დაამტკიცეს ამ ადამიანებმა.

დღეს მე იმაზე ვილაპარაკო ეკა ბესელიას რამდენჯერ ვულანძღივარ, ან იმაზე ლევან გოგიჩაიშვილი ნაციონალური მოძრაობაა თუ ოცნება, თუ საქებარი სიტყვა რომელია და სალანძღავი. დღესაც გვლანძღავს ქალბატონი ეკა, არ მაინტერესებს, არ მადარდებს, იმიტომ რომ დღეს ქალბატონ ეკას და ბატონ ლევანს ეყოთ გამბედაობა, რომ თავისი გუნდის წინააღმდეგ წასულიყვნენ და საკითხი დააყენეს ასე.

შევააჩეროთ ეს ყველასთვის ძალიან საშიში პროცესი. შევაჩეროთ მონებისთვის სასამართლოს ჩაგდების ოპერაცია. ეს არი ჩვენი ამ პარლამენტის პასუხისმგებლობა კიდევ ვაძლევთ თუ არა მონებს და მსახურებს ამ ძალაუფლებას, პოლიტიკურ ნებაშია პირველ რიგში საქმე და აქ ვსხედვართ ადამიანები ვისაც მანდატი ხალხმა მოგვცა და არა ივანიშვილმა. პრინციპულ საკითხებზე უთხარით უარი ივანიშვილს არაფერი მოხდება, ვერაფერს ვერ იზამს.

მუხედავად ძალიან დიდი განსხავებისა საკითხის ინციაიტორებთან პირადად და ჩემს გუნდის შორის რა თმა უნდა ვუჭერთ მხარს ამ კანონპროექტს, ჩვენი ვარიანტიც შევთავაზეთ, არა ულიტმატუმის სახით, რა თქმა უნდა.

ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ თქვენი თავის ქვეყნის და სინდისის წინაშე და არა ბიძინა ივანიშვილის წინაშე.

ევროპული საქართელოს წევრი ელენე ხოშტარია ეკა ბესელია კანონპროექტის შესახებ, რომელიც მოსამართლეების უვადოდ გამწესების გადავადებას ეხება.

კომენტარები