სერია A-ს კლუბ გენუის "სამპდორიას" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სურს. ამ ინფორმაციას გამოცემა Mediaset.it-ი ავრცელებს.
"სამპდორიას" სიაში ახალი სახელია. ეს "გენტის" ქართველი ფლეიმეიქერი გიორგი ჩაკვეტაძეა" - წერს Mediaset-ი.
იტალიაში ჩაკვეტაძის სახელი პირველად არ გაჟღერებულა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გიორგი ჩაკვეტაძეს რომის "ლაციოს" და "რომას" უკავშირებდნენ.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 წლის ქართველმა 24 შეხვედრაში 5 გოლი და 8 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ჩაკვეტაძე ამჟამად ტრავმირებულია, მაგრამ მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.
გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი
გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა იტალიის სერია A-ს კიდევ ერთ კლუბს სურს
