კარლ ლაგერფილდის გარდაცვალება

Chanel-ის მოდის სახლმა კარლ ლაგერფილდის შემცვლელად ვირჯინია ვიარდი დაასახელა

ლეგენდარულ დიზაინერ კარლ ლაგერფილდს Chanel-ის სტუდიური დირექტორი ვირჯინია ვიარდი შეცვლის - ამის შესახებ Reuters-ი Chanel-ის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. 

სანამ ფრანგული მოდის სახლი თავის შემოქმედებით ხელმძღვანელს დანიშნავს, ლაგერფილდის ადგილს ვიარდი დაიკავებს.

ლეგენდარული გერმანელი დიზაინერი, კარლ ლაგერფილდი საფრანგეთში 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კარლ ლაგერფილდი ბოლო თვეების განმავლობაში ავადმყოფობდა, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გერმანელი დიზაინერი 1983 წლიდან შანელის კრეატიული დირექტორი, ხოლო 1965 წლიდან ფენდის კრეატიული დირექტორი იყო. 

დიზაინერის ისტორია და ცხოვრება შეგიძლიათ ნახოთ აქ. 

კომენტარები