აფეთქება სახლში

სამტრედიაში სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა - დაშავდა 1 ადამიანი

სამტრედიაში სოფელ ტოლებში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად 58 წლის მამაკაცი დაშავდა.

შემთხვევა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც ნგრევა მოყვა.

ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები