ემილიანო სალას დაკრძალვა

ემილიანო სალას ოჯახს ეჭვი განზრახ მკვლელობაზე აქვს

კარდიფის ტრაგიგულად დაღუპული ფორვარდი ემილიანო სალა არგენტინაში, ფეხბურთელის მშობლიურ ქალაქ პროგრესოში დაკრძალეს. 28 წლის თავდამსხმელი უკანასკნელ გზაზე ასობით ადამიანმა გააცილა.

დაკრძალვის შემდეგ, სალას ბიძაშვილმა მარტინ გატიმ ერთ-ერთ ტელევიზიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ოჯახს ეჭვი განზრახ მკვლელობაზე აქვს.

"ვფიქრობთ, რომ ემილიანო სალა მოკლულია. მისი ტრანსფერი მილიონებს უკავშირდებოდა. როცა საქმეში დიდი ფულია, ჩნდება ხალხი, რომელთაც ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე არ ადარდებთ. ემილიანო მხოლოდ პილოტთან ერთად ჩასვეს ძალზე დაბალი დონის თვითმფრინავში და უელსში ასე გააფრინეს. თანაც, ფრენისთვის საშინელი ამინდი იყო. ემილიანოს დაკრძალვას მისი კლუბების წარმომადგენლები არ დასწრებიან. ეს ყველაფერი დიდ ეჭვს აჩენს", - განაცხადა მარტინ გატიმ.

თვითმფრინავი, რომლითაც ემილიანო სალა მგზავრობდა, ზღვაში 21 იანვარს ჩავარდა. პილოტის ცხედარი დღემდე არაა ნაპოვნი.

კომენტარები