ძმები გალაჰერები

ლიამ გალაჰერი: მითხრეს, რომ ნოელი მიჩივლებს, თუ ჩემზე ფილმში ოაზისის კადრებს გამოვიყენებ

The Guardian

ლიამ გალაჰერი ამბობს, რომ მისი ძმა, ნოელი მას სასამართლოთი ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ის დოკუმენტურ ფილმში ჯგუფ ოაზისის კადრებს გამოიყენებს. 

ლიამ ტვიტერზე დაწერა: 

"ახლა მითხრეს, რომ სასამართლოში მიჩივლებს არც ისე ძლიერი პატარა ბიჭუნა და მისი მენეჯმენტ კომპანია, თუ ოაზისის კადრებს და ჯგუფში ჩემი სიმღერის მასალას გამოვიყენებ". 

ნოელ გალაჰერის სპიკერმა კი თქვა, რომ მომღერალი ამ ბრალდებაზე კომენტარს არ გააკეთებს. ლიამ გალაჰერის წარმომადგენელმა, თავის მხრივ, თქვა, რომ სასამართლოში ჩივილის მუქარა რეალურია, თუმცა, ამის შესახებ სხვას არაფერს იტყვიან. 

ფილმი As It Was 2018 წლის მაისში დაანონსდა. მისი რეჟისორი ჩარლი ლაითინგი იქნება, რომელიც წარსულში ლიამ გალაჰერის ვიდეოების რეჟისორი იყო. მისი გადაღებულია პოლ მაკარტნის, კასაბიანის და სხვა მუსიკოსების ვიდეოებიც. 

ლიამმა ეს ფილმი ასე აღწერა: "ის იქნება ჩემი მუსიკაში დაბრუნების შესახებ. მოიცავს ჩემი პირველი სოლო ალბომის შექმნის და ჩაწერის პროცესს, ასევე ლაივ კონცერტებს ჩემს მშობლიურ ქალაქ მანჩესტერსა და მსოფლიოს გარეშემო". 

ლიამმა თავისი პირველი სოლო ალბომი 2017 წლის ოქტომბერში გამოუშვა და დიდ ბრიტანეთში გაყიდვების მხრივ პირველი ადგილიც დაიკავა. 

2009 წელს ჯგუფ ოაზისის დაშლის შემდეგ ძმები გალაჰერები ერთმანეთს მუდმივად უპირისპირდებიან. 

2018 წლის ივლისში ლიამმა ნოელს ოაზისის აღდგენაც სთხოვა ტვიტით: "მოდი, კვლავ შევკრიბოთ დიდი O ერთად და შევწყვიტოთ ჩხუბი. დასალევი ჩემზე იყოს". თუმცა, ნოელს ძმისთვის არ უპასუხია. 

კომენტარები