მინდა გამოვეხმაურო იმ გაუგებარ აჟიოტაჟს, რაც მოჰყვა ჩემი დნმ ტესტის გამოქვეყნებას. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ვინც ამას აპროტესტებთ, ჯერ ერთი, უბრალოდ არაინფორმირებულები ხართ, იმიტომ რომ ამ ტესტის გაკეთება შეუძლია ყველა ადამიანს, დაახლოებით 100 დოლარი ღირს და ამერიკაში აკეთებს ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი, არა მხოლოდ მსახიობები და სპორტსმენები, არამედ პოლიტიკოსებიც და აქვეყნებენ. როგორც რესპუბლიკელები, ისე მაგალითად ამასწინათ გამოაქვეყნა დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ელიზაბეტ ვორენმა, ცნობილმა ყოფილმა გუბერნატორმა და სენატორმა. არავის ეს არ ეთაკილება. ასე რომ, რაღაცა ჯერ გაიკითხეთ მაინც და მერე გამაკრიტიკეთ ხოლმე. ერთი რამ მინდა გითხრათ, ის რომ ვამბობ, რომ ქართველი ვარ და მიხარია ეს, სულაც არ ნიშნავს ფაშიზმს. ამაყობდე შენი ეთნიკურობით წარმომავლობით, შენი ფესვებით ეს არის ყველა ადამიანის კანონიერი უფლება და მე ამით ვამაყობ. ჩემი დამოკიდებულება ყველა სხვა ეთნოსის მიმართ და არა მხოლოდ სიტყვით არამედ საქმით, ამ ეთნოსებმა ჩემზე და თქვენზე უკეთესად იციან, იმიტომ რომ ბოლო არჩევნებზე მიუხედავად საშინელი ტერორისა, ჩვენ მთლიანად მოვიგეთ აზერბაიჯანული რაიონები საქართველოში და ძალიან კარგი შედეგი დავდეთ ახალქალაქში და ნინოწმინდაში ეთნიკურად სომხებით დასახლებულ ადგილებში. მე გავაკეთე ძალიან ბევრი პროგრამა ხალხის ინტეგრაციისთვის. ახალგაზრდობა რომ წამოვიდა, აზერბაიჯანების და სომხების საქართველოში ეს არის მთლიანად საქართველოში ინტეგრირებული თაობა, და მე ძაან ვამაყობ, იმიტომ რომ გავაკეთე უცხოეთში უმცირესობებისთვის პროგრამა, ქართული ენის სწავლების პროგრამა, ეკონომიკური ინტეგრაციის პროგრამა, რომელს გაგიკეთებიათ რამე ამ მიმართულებით ვინც მე მაკრიტიკებთ? თუ გაგიკეთებიათ კარგი, მაგრამ ალბათ ჩემზე მეტი არ გაქვთ გაკეთებული ხო?!
ძაან მარტივია რა, ბევრად მეტი გაქვთ საზრუნავი და გასაკითხი. რატომ არ ვაპროტესტებთ მაგალითად იმას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აუკრძალა ქართველ სამხედროებს ფორმაში გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ეს აღიზიანებს ტურისტებსო, რუსებსო, და ამაზე არცერთი ხმას არ იღებთ. რატომ არ იღებთ ხმას იმაზე, რომ რუსული კომპანია მასობრივად ყიდულობს თიბისი ბანკის აქციებს რათა დაბლოკოს ლაზიკის, ანაკლიის პორტი. ამაზე უნდა ამოვიღოთ ყველამ ხმა, უსამართლობაზე, გაჭირვებაზე, კორუფციაზე. რა სააკაშვილის დნმ აგიტყდათ? რით ვერ დაიღალეთ ჩემი კრიტიკით. სამართალიც ხო კაი საქონელია. ყველაფერზე შეიძლება მაკრიტიკოთ, ამ თემების გარდა. საქმეს მიხედეთ, საქმეს და ნუ იქნებით ივანიშვილის სასარგებლო იდიოტები. თქვენისთანა ხალხზე დგას დღეს ჯერჯერობით ივანიშვილი, იმიტომ რომ ჯარი მაგას არ ჰყავს, პოლიცია მაგას არ ჰყავს, პოლიტიკოსები მაგას არ დარჩა, ერთადერთი დგას იმაზე, რომ თქვენ აღვივებთ აპათიას და ეუბნებით რომ ყველა ერთნაირი ნაგავია და რა აზრი აქვს რამეს. ყველაფერს აქვს აზრი, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ ვიამაყებთ ქართველობით, ვიამაყებთ ქართული სახელმწიფოთი, მრავალეთნიკური საზოგადოებით, ჩვენი წარმატებებით, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ლაზიკის პორტს და ჩვენ აუცილებლად დავიძვრენთ თავს ამ გაჭირვებიდან და უბედურებიდან.





