პისაროს რეკორდი ბუნდესლიგაში

კლაუდიო პისარო გერმანიის ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მეგოლეა (VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში, ბრემენის ვერდერის ფორვარდმა კლაუდიო პისარომ 40 წლის, ოთხი თვისა და 13 დღის ასაკში გაიტანა გოლი. ის ყველაზე ასაკოვანია მათ შორის, ვისაც ბუნდესლიგაში გოლი აქვს გატანილი.

პისარომ რეკორდი ვერდერის ყოფილ ფეხბურთელ მირკო ვოტავას მოუხსნა, რომელიც გოლის ავტორი 40 წლის, სამი თვისა და ერთი დღის ასაკში გახდა. მან გოლი 1996 წლის აგვისტოშო შტუტგარტს გაუტანა.

პისარო გახდა პირველი და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც უმაღლეს დონეზე ზედიზედ 21 სეზონია, რაც გოლი გააქვს.

კომენტარები