მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: თქვენს თავს ჰკითხეთ, საიდან აქვს ჩემს პარტიას ეთნიკური ჯგუფების მხარდაჭერა

განსაკუთრებით ჩასაფრებულ პეროიანებს მინდა ვუთხრა - აბა, თქვენ თავს დაუსვით კითხვა, საიდან გვაქვს ასეთი მყარი მხარდაჭერა მე და ჩემს პარტიას საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებში? რაც წინა არჩევნებზეც დაადასტურეს ქართველმა აზერბაიჯანელებმა და ქართველმა სომხებმა....იმიტომ, რომ სულერთია ამ შემთხვევაში ჩემი გენეტიკური ტესტის შედეგი. არაერთხელ მითქვამს და ვადასტურებ მათთვის, ვისაც სომხები ეზიზღება -მე პოლიტიკურად ვიქნები სომეხი...ვისაც აზერბაიჯანელი სძულს, მათთვის ვიქნები აზერბაიჯანელი..მათ ვისაც ებრაელი ეზიზღება, ებრაელად მოვევლინები და ამავე დროს, ყველაზე ქართველად დავრჩები.
უახლეს ისტორიაში არავის გაუკეთებია იმაზე მეტი, ვიდრე ჩემს მთავრობას ეთნიკური ჯგუფებით დასახლებული რეგიონების განვითარებისთვის და საქართველოში ინტეგრაციისთვის.
და ამიტომ, მადლიერმა ხალხმა, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, მაინც მოგვცა ხმა.

წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე. მანამდე მან თქვა, რომ გენეტიკური ტესტი გაიკეთა, რომლის მიხედვითაც 99%-ით ქართველია, ხოლო 1%-ით ბერძენი.

კომენტარები