უკანონო იარაღის ამოღება

შსს: უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოვიღეთ - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ნდეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისნ ფაქტზე 1976 წელს დაბადებული ზ.ჯ. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ზ.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს "ბელკას" სისტემის კომბინირებული შაშხანა, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები",- აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მე-3 ნაწილით. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, უწყების ინფორმაციით, მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოში მცხოვრებმა, 1971 წელს დაბადებულმა ლ.კ.-მ კი მესტიის რაიონულ სამმართველოში ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

"აღნიშნული პირი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება",- აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები